ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მორიგი ფინანსური დახმარების (8 მლნ ევრო) გამოყოფასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
 

,,მოგეხსენებათ ევროკავშირი საქართველოს მრავალი მიმართულებით უწევს დახმარებას. სოფლის მეურნეობა არის მიმართულება, სადაც არის ძალიან დიდი პროგრამა ENPARD, რომელიც მოიცავს საბიუჯეტო დახმარებასაც. საქართველოს ხაზინაში ირიცხება თანხები პირდაპირ ევროკავშირის გადასახადების გადამხდელებისაგან. როდესაც ამას ვაკეთებთ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ მიღწევებს, რომლიც უკვე ჩანს. ჩვენ საბიუჯეტო დახმარებით, ვაღიარებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმინობის მიღწევებს. საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დაწყება მიზნად ისახავდა ქვეყანაში სოფლის მეურნობის დარგის გამოცოცხლებას. ჩვენ დავსახეთ მკაფიო მიზნები, რისთვისაც უნდა მიგვეღწია მომდევნო წლებში. იყო ბევრი ეჭვიც, თუ რამდენად მიღწევადი იყო ჩვენი მიზნები, მაგრამ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გადაჭარბებითაც კი შესრულდა დაგეგმილი. ახალი ტრანშის საქართველოსთვის გადაცემა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს შეუძლია მიუახლოვდეს ევროკავშირს და ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესს. სოფლის მეურნეობა ისევ დარჩება ჩვენს პრიოტიტეტებს შორის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ეს არის სერიოზული სტიმული საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარებისთვის.

,,დღეს, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ოფიციალურად გაცხადდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ახალი ტრანშის – 8 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი. ეს არის ENPARD I – პროგრამის ფარგლებში გამოყოილი 52 მილიონი ევროს ნაწილი. ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით ENPARD- II პროგრამის დაწყებაზეც, რომლის საერთო მოცულობა 60 მლნ ევროა. იმედი გვაქვს რომ რამდენიმე თვეში აღნიშნული პროგრამაც უკვე გაფორმდება. ENPARD- II- ს ფარგლებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა გვექნება ეს გახლავთ სოფლის განვითარება, სოფლად სიღარიბის დაძლევა. ეს მოიცავს ყველა კომპონენტს არა მარტო სოფლის მეურნოების დარგს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ასეთი მაღალი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის სერიოზული სტიმული დარგის შემდგომი განვითარებისთვის. ეს დამატებითი წახალისება იქნება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და ბატონ ელჩს ასეთი თანადგომისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად