ევროკავშირმა ”სკრიპალის საქმის” გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ 2018 წლის მარტში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

სანქციები ოთხ რუსს დაუწესდა. მათ ევროკავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ადანაშაულებს.

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი (ყოფილი GRU) იგორ კოსტიუკოვი, მისი პირველი მოადგილე ვლადიმერ ალექსევი, ასევე ანატოლი ჩეპიგა (რუსლან ბოშიროვი) და ალექსანდრ მიშკინი (ალექსანდრ პეტროვი).

ლონდონი მიიჩნევს, რომ ქალაქ სოლსბერში ქიმიური იარაღის გამოყენებისას ისინი რუსეთთან თანამშრომლობდნენ. მოსკოვი მოწამვლაში მონაწილეობას და დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს.

რუსების გარდა, ევროკავშირის სანქციების ე.წ. შავ სიაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მოხვდა. ისინი ევროპაში ქიმიური იარაღის განმეორებით გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი.

გარდა ამისა, სირიის კვლევებისა და განვითარების ცენტრს (SSRC) ქიმიური იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებენ.

ე.წ. შავ სიაში მყოფ პირებს ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა და დახმარება ეკრძალებათ, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი ანგარიშები და ქონება უნდა გაიყინოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად