ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და მასში 4 ახლად დანიშნული მინისტრი შეიყვანა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

მათ ევროკავშირში მოგზაურობა ეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ.

გარდა ამისა, სიაში ასევე 70 ორგანიზაცია შედის.

სირიის წინააღმდეგ სანქციები 2011 წელს დაწესდა. მათ შორისაა ნავთობის იმპორტის აკრძალვა, გარკვეული ინვესტიციების შეზღუდვა, ევროკავშირში სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები.

სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ ამჟამად უკვე 277 პირი და 71 კომპანიაა შეყვანილი. მათ წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები მოქმედებს.

კომენტარები
იტვირთება...