ევროკავშირმა, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა, სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეები წინაააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა, სიაში რვა პირი და ორი კომპანია ჩაამატა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირებისა და კომპანიების ქმედებებმა სარგებელი მოუტანა ბაშარ ასადის რეჟიმს.

სანქციებში მოხვდა სირიის შვიდი მოქალაქე ორმაგი მოქალაქეობით. გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდა კომპანია Al Qatarji, რომელიც ნავთობისა და ნედლეულის ექსპორტით, იმპორტით, გადაზიდვითა და მიწოდებით არის დაკავებული.

ახლა უკვე სანქციების სიაშია 277 ადამიანი და 71 ორგანიზაცია. მათ აკრძალული აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, აგრეთვე გაყინულია მათი აქტივები.

თავდაპირველად სირიის წინააღმდეგ სანქციები 2011 წელს დაწესდა და მას მერე ყოველწლიურად მისი გადახედვა ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად