ევროკავშირმა “შტაინმაიერის ფორმულაზე” ხელმოწერას მხარი დაუჭირა

“შტაინმაიერის ფორმულაზე” ხელმოწერა მინსკის შეთანხმებების სრულ განხორციელებას განაპირობებს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა. ინფორმაციას “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.

მისი თქმით, ეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად კიდევ ერთი გზაა.

”ევროკავშირმა თანმიმდევრულად დაუჭირა მხარი” ნორმანდიულ ფორმატში ”მუშაობას, სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა და ეუთომ კი, მინსკის შეთანხმებების განხორციელების ხელშეწყობას”, -განაცხადა მან.

კოზიანიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას აგრძელებს.

უკრაინაში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს “შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ, რომლითაც დონბასში ადგილობრივი არჩევნების პირობები და შემდგომ რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება დამტკიცდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უკრაინას საშუალებას მისცემს,  “ნორმანდიულ ფორმატში” სამიტი ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად