ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების რეჟიმი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

შემაკავებელი ზომები 2020 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა და ის უკრაინიდან და რუსეთიდან 170 ფიზიკურ და 44 იურიდიულ პირს შეეხო. ბრიუსელი მათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს.

თავდაპირველად სანქციები 2014 წლის მარტში დაწესდა და მას შემდეგ ექვსი თვით რეგულარულად გრძელდება. შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

ივნისში, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. ეს შეზღუდვები ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორს ეხება. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაკონსტრუქციული თამაშები უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად