ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა,-ახალი შეზღუდვები ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სიაში მოხვნდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, დეპუტატი იოსებ კობზონი და რუსეთის სხვა მოქალაქეები. სიაში ასევე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციები და თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

კომენტარები
იტვირთება...