ევროკავშირმა, პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენისთვის შესაძლოა 1,3 ტრილიონი ევრო გამოყოს

ევროკომისია, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, კორონავირუსული პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენისთვის 1,3 ტრილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თანხას ემატება 2021-2027 წლებისთვის შეთავაზებული 1,85 ტრილიონი ევრო. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ვიდეო ბრიფინგზე, ევროკომისიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვალდის დემბროვსკისმა განაცხადა.

“ევროკომისიამ შესთავაზა განახლების ფონდის – “ახალი თაობის ევროკავშირის” შექმნა, რომლის მოცულობაც 750 მილიარდი ევრო იქნება (რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ და 2021 წელს ამოქმედდეს). ეს ფონდი შეავსებს პანდემიის გადაუდებელ პროგრამას 540 მილიარდი ევროთი, რაც ამოქმედდება 1 ივნისიდან. ამრიგად, ჩვენი პასუხი იქნება დაახლოებით 1.3 ტრილიონი ევრო, რაც შეავსებს ევროკავშირის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტს,” – თქვა მან.

დომბროვსკიმ გამოთქვა იმედი, რომ მთლიანობაში ეს ინსტრუმენტები “შესაძლებელს გახდის დაფარონ ინვესტიციების ნაკლებობა ევროპულ ეკონომიკაში, რომელიც ჩამოყალიბებულია მოხმარების, წარმოებისა და ვაჭრობის შემცირების შედეგად”.

თავის მხრივ, ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ თანხა 750 მილიარდი ევროდან იქნება გამოყენებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაში ტრანსფორმაციების დასაფინანსებლად, რაც მიზნად ისახავს მის ტრანსფორმირებას “მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში”. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა წარუდგინონ თავიანთი განაცხადები 250 მილიარდ ევროზე, რომელიც გრანტების ფორმით გადანაწილდება 2022 წლამდე, ხოლო დანარჩენი 500 მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს სესხების ფორმით გადაეცემათ – 2024 წლამდე გადანაწილდება.

დომბროვსკი და ჯენტილონი არ აკონკრეტებენ, რომ “ახალი თაობის ევროკავშირის” ფონდის დასაფინანსებლად მთლიანი თანხა – 750 მილიარდი ევრო – შეგროვდება კომერციული სესხების საშუალებით, რომელთა დაფარვა ევროკავშირის მიერ 2058 წლამდე უნდა მოხდეს, ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტებში. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ევროკავშირის აღდგენის გეგმა ახლა უნდა მიიღოს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს ყველა, 27-ვე ქვეყანამ.

ევროკომისიის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკის რეცესიები რეკორდული იქნება – 7,7%. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პესიმისტური სცენარი განვითარდება და პანდემიის მეორე ტალღა იქნება, მან შეიძლება მიაღწიოს დამღუპველ – 16%-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად