ევროკავშირმა ერთიანი სასაზღვრო სამსახური შექმნა

ევროპის საბჭომ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოები შექმნა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციისა და  მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპოლოსმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

"ახლა, ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს ", – განაცხადა ევროკომისარმა.

ავრამოპოლოსმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ახალი სასაზღვრო სააგენტო შეიქმნას.

მიგრაციის კრიზისის დარეგულირების შესახებ ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში 20 მარტს შევიდა, რაც თურქეთში ევროპიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას ითვალისწინებს. ხოლო ევროკავშირი თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიგრანტების კრიზისის დარეგულირების შესახებ შეთანხმებას ხელი 18 მარტს მოეწერა.

 

 

კომენტარები
იტვირთება...