ევროკავშირმა და კანადამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკავშირმა და კანადამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (CETA) ხელი მოაწერეს,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დოკუმენტის დამტკიცებისთვის ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ხელმოწერა იყო საჭირო, რის შემდეგაც საბოლოოდ კონსენსუსი შედგა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კანადა – ევროკავშირის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზრდება.მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ბრიუსელში, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა. მოლაპარაკებების პროცესი შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

27 ოქტომბერს, ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონალურმა მთავრობამ კანადასთან ყოვლისმომცველ ეკონომიკურ და სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, საფრანგეთში, ვალონიის რეგიონის ხელმძღვანელობამ ბელგიის ხელისუფლებაასთან ერთად შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი, პოლ მანეტი იმუქრებოდა, რომ ევროკავშირის მხრიდან მორიგი ულტიმატუმის შემთხვევაში, ვალონია მოლაპარაკებებზე უარს იტყოდა.

კომენტარები
იტვირთება...