ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

სანქციების გახანგრძლივების მიზეზი ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარებაა, რასაც გაეროს უშიშროების საბჭო კრძალავს.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ არა მხოლოდ გაეროს სანქციებს, არამედ საკუთარი სანქციების რეჟიმსსაც გამოიყენებენ, რომელიც გააძლიერებს და შეავსებს გაეროს სანქციებს.

კერძოდ, სანქციების სია მოიცავს 57 ადამიანს და 9 დაწესებულების აქტივს. ევროკავშირი გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ ასეთი მკაცრი სანქციები არცერთ ქვეყანასთან არ ვრცელება. ეს მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას და საბანკო ანგარიშის გაყინვას.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარება მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს.

შესაბამისი სამართლებრივი აქტები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 16 ივლისს გამოქვეყნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...