ევროკავშირმა ბელარუსს, შესაძლოა, სანქციების მეხუთე პაკეტი ნოემბერში დაუწესოს

ევროკავშირი ბელარუსს სანქციების მეხუთე პაკეტს, დიდი ალბათბით, ნოემბერში დაუწესებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

“ვმუშაობთ სანქციების მეხუთე პაკეტზე, რომელსაც, ალბათ, ნოემბერში დავამტკიცებთ“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

კომენტარები
იტვირთება...