ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საქართველომ და უკრაინამ კორონავირუსზე რუსეთის ინიციატივა დაბლოკეს

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საქართველომ და უკრაინამ რუსეთის ინიციატივა კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარულად ბრძოლის შესახებ დაბლოკეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა გაეროს შესთავაზა, ითვალისწინებდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჰქონოდა და ხელმომწერ მხარეებს ცალმხრივი ნაბიჯები არ გადაედგათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

“დოკუმენტის მიღებას ხელი შეუშალეს საქართველომ, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა. სამწუხაროდ, სახელმწიფოების პატარა ჯგუფი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სანქციების აპოლოგეტები არიან, არ აღმოჩნდნენ მზად მხარი დაეჭირათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოწოდებისთვის და გადაწყვეტილება პოლიტიზირებული მიდგომების და ინტერესების მიხედვით მიიღო” – ნათქვამია რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად