ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ბენეფიციარის მოსავალი ხვალიდან “კარფურში” გაიყიდება

16 ოქტომბერი, 16:00 საათზე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ისტ პოინტში მდებარე „კარფურის“ ჰიპერმარკეტში FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარ ფერმერს საკუთარი პროდუქციის სუპერმარკეტში შეტანას მიულოცავენ.

დავით და ვალენტინა კაპანაძეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ლაგოდეხის ქალაქ თამარიანში ეწევიან. მათ FAO-ს აგრონომებისა და ექსპერტების დახმარებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, წელს ტკბილის სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. FAO-ს დახმარებით, მოხდა ფერმერის დაკავშირება ჰიპერმარკეტ კარფურთან, რომელიც ხვალიდან რეგულარულად შეისყიდის ფერმერის მიერ ნაწარმოებ, უმაღლესი ხარისხის ტკბილის სიმინდის მოსავალს. ეს იქნება პროექტის ფარგლებში პირველი, კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს.

ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების გაწევა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად