ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩო: “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ

“დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.
თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის.
ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.
19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის.
Statement by the Delegation of the European Union to Georgia and the United States Embassy on the implementation of the EU-mediated agreement of 19 April
Today, the largest opposition political party in Georgia, the United National Movement, announced that its elected Members of Parliament will enter Parliament. Following this decision, almost all of the 150 MPs will now carry out their mandates entrusted to them by the citizens of Georgia in the 2020 parliamentary elections. This development is another positive step towards the strengthening of Georgia’s democratic institutions and we encourage the UNM Members to use their mandates constructively.
However, we strongly regret that the United National Movement did not seize the opportunity today to join the other parliamentary parties in signing the 19 April Agreement. The UNM shares the responsibility with the other elected parties to engage constructively in Parliament to address perceptions of politicized justice, adopt and scrutinise the implementation of ambitious electoral and judicial reform and participate in power-sharing within Parliament, among many priorities. This is important work that needs the responsible participation of all of Georgia’s elected leaders. By signing this agreement the UNM would demonstrate its commitment to carry out these fundamental objectives in the interest of Georgia, its citizens, EU-Georgia relations and Georgia’s Euro-Atlantic future.
The 19 April Agreement remains open for signatures of both parliamentary party leaders and individual Members of Parliament.” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში
კომენტარები
იტვირთება...