ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: რუსეთი და ჩინეთი გლობალური გავლენის გაფართოებას ცდილობენ

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები ამას Covid-19-ის ტიპის ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ცდილობენ.

“აშკარაა, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალურ დონეზე გავლენის გაფართოებას ცდილობენ. ეს სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ თითქოს გარკვეული პოლიტიკური სისტემები, ევროპულთან შედარებით უფრო ეფექტიანად მოქმედებენ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს”, – აცხადებს ბორელი.

იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთი და ჩინეთი კრიზისს იყენებენ და სხვა ქვეყნებს ეხმარებიან, რის მიზანსაც, მსოფლიოში მათი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად