ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პანდემიის ფონზე, უნგრეთში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებული არიან

საქმე ეხება უნგრეთში არსებულ ვითარებას, სადაც პარლამენტმა 30 მარტს ვიქტორ ორბანის მთავრობას განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭა საგანგებო რეჟიმის მანძილზე. ინფორმაციას ავრცელებს DW.

გერმანია და ევროკავშირის წევრი კიდევ 12 ქვეყანა საუბრობს ადამიანთა უფლებების დარღვევის იმ ვარიანტებზე, რაც შესაძლოა, ასეთმა ფაქტმა განაპირობოს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აკრიტიკებს უნგრეთის ასეთ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი ბოროტად იყენებს ამ უფლებამოსილებას და სარგებლობს არსებული კრიზისული სიტუაციით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად