ევროკავშირის წევრები და ევროპარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა და ევროპარლამენტი 2020 წლის ახალ ბიუჯეტზე შეთანხმდნენ. ბიუჯეტში შემოსავლები 1.5% -ით გაიზარდა და ახლა ის 168,7 მილიარდ ევროს შეადგენს, ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

შემდეგ წელს გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ახალგაზრდების უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ხარჯების ჯამური ოდენობა 153.6 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედფარებით, 3,4% -ით მეტია.

ასევე ბრიუსელის სადაზღვევო ჯგუფი Bruegel აცხადებს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში, ბიუჯეტში დამატებით 4,2 მილიარდი ევრო უნდა შევიდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად