ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს კომენტარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო / ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში.
➡️ http://europa.eu/!gx69DQ

***

The Delegation of the European Union to Georgia, in coordination with EU Heads of Mission, issues the following comments on the 2020 parliamentary elections, on 22 November 2020

Following the announcement of the provisional results of the 2020 parliamentary elections, we reiterate our support to the joint statement issued by the international observers after the first round and we look forward to the OSCE/ODIHR final report, including their recommendations to address identified shortcomings. We regret both the mistrust that has affected the electoral process and the fact that opposition candidates did not contest seats in the second round.

The European Union strongly supports democratic processes and the respect for legal frameworks. Georgia needs a functioning Parliament as the central forum for political debate, with all parties working together to advance reforms, in line with our mutual commitments under the Association Agreement.

We therefore hope and expect that all political parties can overcome their differences to enable elected Members of Parliament, notwithstanding their differing assessments of the electoral process, to take up their seats. We encourage Members to use the mandates entrusted to them by the citizens of Georgia to address outstanding political issues, including by improving the foundations for future elections through ambitious and credible electoral and judicial reforms. The Parliament also needs to play its full role in addressing the urgent health and socio-economic challenges the country is facing due to the pandemic.

We fully stand behind every citizen’s right to peacefully exercise their freedom of speech and assembly and condemn all acts or threats of violence. We urge all sides to refrain from provocative actions and the authorities to uphold the Rule of Law, including through credible and swift investigation of any allegations, as well as transparent and fair court proceedings.

A high responsibility now rests on the political leaders of both majority and opposition parties to come together to find common ground and build common purpose, to enable Georgia to advance effectively on its democratic path and the implementation of our agreed European agenda, in the interest of Georgia, its citizens and of EU-Georgia relations. The European Union remains ready to support Georgia in these endeavours.
➡️ http://europa.eu/!Nk77Fd ” – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ კომენტარში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად