ევროკავშირის სასამართლო: ბრიტანეთს უფლება აქვს, Brexit-ი ცალმხრივად გააუქმოს

დიდ ბრიტანეთს შეუძლია Brexit-ი ცალმხრივად გააუქმოს. ამის შესახებ ლუქსემბურგის ევროპული სასამართლოს მრჩეველმა, მანუელ კამპოს სანჩეს-ბორდონმა განაცხადა.

მისი თქმით, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთმა მხარემ შესაძლოა ევროკავშირის დატოვების პროცესი შეაჩეროს.

როგორც გამოცემა The Guardian-ი იტყობინება, სანჩეს-ბორდონმა  Brexit-თან დაკავშირებით კითხვას მას შემდეგ უპასუხა, რაც შოტლანდიელ პოლიტიკოსთა ჯგუფმა მოითხოვა, რომ ლუქსემბურგის სასამართლოს განემარტა, ჰქონდა თუ არა ლონდონს უფლება, ევროკავშირის დატოვების პროცესი სხვა ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე შეეჩერებინა.

როგორც BBC აღნიშნავს, შოტლანდიის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ 2016 წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მხარი დაუჭირა.

ნოემბრის ბოლოს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ შეთანხმდა. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მეგობრებთან დარჩება. ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დამტკიცებული შეთანხმება საუკეთესოა, თუმცა მან Brexit-ს ტრაგედია უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად