ევროკავშირის სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ კიდევ ხუთი ქვეყანა შეუერთდა

ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ვროკავშირის არაწევრმა კიდევ 5-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარი. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, მინსკის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს მხარი დაუჭირეს – ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგროს და ალბანეთმა, ისლანდიამ და ნორვეგიამ.

ცნობისთვის, 24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შემოიღო.

მანამდე ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

კომენტარები
იტვირთება...