ევროკავშირის სანქციები კიდევ რამდენიმე რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება

ევროკავშირის სანქციები კიდევ რამდენიმე რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება. რაც შეეხება არსებულ ინდივიდუალურ სანქციებს, კავშირში ამ ტიპის სანქციების სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ,-ამის შესახებ უცხოური მედია, ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. 

საბჭომ ევროკომისიას დაავალა, 1 კვირის განმავლობაში მოამზადონ წინადადებები და რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 9 თებერვალს იქნება მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებში აქტივების დაბლოკვაზე.

„ჩვენი დადგენილების მესამე ელემენტი – დავიწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები ევროპის კომისიის და საგარეო პოლიტიკური სამსახურის ფარგლებში, ნებისმიერი სხვა საჭირო ზომების თაობაზე, რომლებიც მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს“,-განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...