ევროკავშირის საბჭო ორით ამცირებს იმ ქვეყნების სიას, რომელთათვისაც ევროკავშირის საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს

ბრიუსელმა ივნისის ბოლოს 1 ივლისიდან ევროკავშირის გარე საზღვრების მსოფლიოს 15 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის შესახებ განაცხადა.

ევროკავშირის საბჭომ სიის გამოქვეყნებისთანავე აღნიშნა რომ ჩამონათვალში შემავალი ქვეყნების რაოდენობა ყოველ ორ კვირაში გადაიხედებოდა და იმ მომენტში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად გაიზრდებოდა ან შემცირდებოდა.
 
15 ივლისისთვის შედგენილი სიიდან ევროკავშირის საბჭომ მონტენეგრო და სერბეთი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ამოიღო და 13-მდე შეამცირა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის რეკომენდაციასაც აძლევდა წევრ სახელმწიფოებს.
 
28 ივლისს “ევრონიუსმა” განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს დიპლომატიური წრეებიდან სიიდან ორი ქვეყნის ამოღების შესახებ შეიტყო..
 
“ევრონიუსის” ცნობით, დიპლომატიური წყაროებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1 აგვისტოსთვის განახლებულ სიაში აღარ იქნება კიდევ ორი სახელმწიფო – ალჟირი და მაროკო.
 
სიიდან ალჟირის და მაროკოს ამოღება ამ ქვეყნებში კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.
 
ალჟირში, ივნისის ბოლო კვირაში დღეში საშუალოდ 313 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამჟამად, ბოლო კვირის განმავლობაში კი 620.
 
მაროკოში ბოლო კვირას ინფიცირების 3645 შემთხვევა დაფიქსირდა, მის წინა კვირას კი 1645.
 
დღეისათვის არსებული ცნობების ანახმად, ევროპის საბჭოს 1 აგვისტოდან სიაში 11 ქვეყანას დატოვებს: ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, იაპონია, რუანდა, სამხრეთ კორეა, საქართველო, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ჩინეთი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად