ევროკავშირის ქვეყნების მშპ II კვარტალში 12% -ით შემცირდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის მეორე კვარტალში 12% -ით შემცირდა. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროპარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისმა ასევე აჩვენა, რომ ევროკავშირში აუცილებელია მინიმალური ხელფასის შემოღება, რადგან საზოგადოების ბევრ წევრს არ აქვს საარსებო მინიმუმი. “ევროკომისია წარადგენს წინადადებებს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ, წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მიზნით. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მინიმალური ხელფასის მიღების საშუალება”, – განაცხადა მან.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ  უახლოეს მომავალში ევროკავშირის 16 წევრი ქვეყანა მიიღებს თითქმის 90 მილიარდ ევროს სამუშაოების უზრუნველსაყოფად, დახმარების პროგრამის SURE ფარგლებში, რომელიც ევროკომისიამ შექმნა კორონავირუსის პანდემიის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად