ევროკავშირის ქვეყნები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები, სამიტზე სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის, ბელგიის პრემიერმინისტრის ჩარლზ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას რადიო RTBF.be ავრცელებს.

”რამდენიმე მიზეზის გამო, სანქციებთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გადასვლა შეუძლებელია”, -განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

შარლ მიშელმა დასძინა, რომ ევროკავშირს სირიაში თურქეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.

ხუთშაბათს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აღნიშნა, რომ ამერიკამ და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ქურთების თავდაცვითმა ძალებმა საკუთარი ძალების გაყვანა შეძლონ.

სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რამდენიმე თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა. 

ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველა  ძალისხმევა გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის შეიარაღებული ოპერაციები დასრულდეს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად