ევროკავშირის ქვეყნები დააჩქარებენ კორონავირუსის დასავლური ვაქცინების კლინიკურ კვლევებს

ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის სახით გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ დასავლური კორონავირუსის ვაქცინების კლინიკურ კვლევებს შედეგების დამუშავების აჩქარების მეშვეობით.

ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა სამიტის დასრულების შემდეგ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ. დავაჩქაროთ ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მონაცემების დამუშავება, მათი დამუშავება მოხდება (ფარმაკოლოგიური სექტორის ევროპული მარეგულირებელი ორგანოების მიერ) არა მთელი კვლევის შედეგების საფუძველზე, არამედ დაუყოვნებლივ. ეს დააჩქარებს ვაქცინების ბაზარზე გატანას უსაფრთხოების შელახვის გარეშე”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად