ევროკავშირის ქვეყნები, 2030 წლისთვის სათბურის აირების 55%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც სათბურის აირების გამონაბოლქვს მინიმუმ 55 პროცენტით შეამცირებს 2030 წლისთვის.

თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, 27 სახელმწიფოს, ევროპის პარლამენტის და ევროპის კომისიის წარმომადგენლებმა 21 აპრილს შეთანხმებას მიაღწიეს.

“ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის კავშირისთვის და ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის: ჩვენი ერგულება კლიმატის მიმართ ნეიტრალური ევროკავშირის პოლიტიკისადმი იქნება მეგზური მომავალი 30 წლის მანძილზე”, დაწერა ტვიტერზე ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა, რომელიც კლიმატის სფეროსთვის პასუხისმგებელია ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურაში.

თუმცა კანონის ოფიციალურად დამტკიცება ჯერ კიდევ საჭიროა ევროპის კავშირის მთავრობებისა და პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ის მაინც გავა მწვანეთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავადაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის საკმარისად კატეგორიული არ არის კლიმატის ცვლილების საქმეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...