ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ალაზანი-იორის, ხრამი-დებედას და მტკვარი-მინგეჩაუერის (აზერბაიჯანი) აუზების მართვის გეგმის შემუშავების პროცესის განხილვა გაიმართა

ყვარელში პროექტის – „ევროკავშირის წყლის ინიციატივა – პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში დაინტერესებულმა მხარეებმა აუზის მართვის გეგმის ღონისძიებებზე და ეკონომიკურ შეფასებებზე იმსჯელეს.

ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ჯინჭარაძემ და პროექტის მენეჯერმა აზერბაიჯანში რაფიგ ვერდიევმა საერთაშორისო ექსპერტთან იანიკ პოშონთან ერთად დაინტერესებულ მხარეებს მდინარის აუზის მართვის გეგმის მიმდინარე სტატუსი და ეკონომიკური შეფასების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ალაზანი-იორის (საქართველო), ხრამი-დებედას (საქართველო) და მტკვარი-მინგეჩაუერის (აზერბაიჯანი) აუზების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში კოორდინირებას, გამოცდილების გაზიარებას და მეთოდოლოგიას უკავშირდება.

ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ,,მდინარეთა აუზების მართვის გეგმების’’ ( RBMP) სამუშაო ვერსიებზე.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.

შეხვედრას პროექტის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი სააუზე მართვის გეგმის მომზადებაში იანიკ პოშონი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად