ევროკავშირის მშპ III კვარტალში 3,9%-ით დაეცა

ევროკავშირის ქვეყნების მშპ მესამე კვარტალში, წლიური მონაცემებით 3.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ის პრესრელიზშია ნათქვამი.

კვარტალური მაჩვენებელი 12.1%-ით გაიზარდა.

ევროზონის 19 ქვეყნის მშპ, 2020 წლის მესამე კვარტალში კვარტალური მაჩვენებლით 12.7%-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებლით 4.3%-ით შემცირდა. Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ევროზონის მშპ ყოველწლიურად 7%-ით შემცირდეს.

Eurostat აღნიშნავს, რომ კვარტალური ზრდის მაჩვენებლები ევროკავშირსა და ევროზონაში ყველაზე ძლიერია 1995 წლის შემდეგ.

მეორე კვარტალში, პირიქით, სააგენტომ მშპ-ს ყველაზე ძლიერი შემცირება დაფიქსირდა. ევროკავშირში მშპ კვარტალურად 11.4%-ით, ხოლო წლიურად 13.9%-ით შემცირდა, ევროზონაში – 11.8%-ით და 14.8%-ით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად