A1 ბანერი

ევროკავშირის მისია ხურვალეთზე: ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ ფიქსირდება

ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი ტვიტერზე წერს.

“ამ ეტაპზე პატრული ამოწმებს ტერიტორიას. დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ ფიქსირდება”, – წერს იგი.

როგორც “აიპრესს” სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”,- განუცხადე “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...