ევროკავშირის მარეგულირებელმა Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის მარეგულირებელმა, კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

Reuters-ის ცნობით, ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს საჯარიმო სანქცია 16 ივლისს დააკისრა.

Amazon-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე, მათგან ნებართვა უნდა მიიღონ.

კომენტარები
იტვირთება...