ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ”ბათუმის წყალის” ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი დაათვალიერა

ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა შპს „ბათუმის წყალის“ გენერალურ დირექტორთან მარიკა გვიანიძესა და ვიცე-მერ თენგიზ პეტრიძესთან ერთად ჩაქვის წყლის 2500მ/3 მოცულობის რეზერვუარი დაათვალიერა.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW და ევროკავშირის თანადაფინანსებით აშენდა.
შპს „ბათუმის წყალი“ ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მეშვეობით, ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში აწვდის.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის აჭარაში ვიზიტის მთავარ მიზანს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების გაცნობა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად