ევროკავშირის ელჩი: პოლიტიკურ პარტიებს გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში პოლიტიკურ პარტიებს გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„ახლა საქართველოს გვერდში დგომის დროა. ყველას თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება სჭირდება. პოლიტიკურ პარტიებს გადამწყვეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რომ ძალადობა გამოირიცხოს და ყველა ლიდერს მოვუწოდებს, ეს ნათლად და რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“,-წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად