ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად კახეთს ესტუმრა
2020 წლის 25-26 ივნისს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ესტუმრა კახეთს რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად. – ამის შესახებ ინფორმაციას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
“პირველი პროექტი, რომელიც მან მოინახულა იყო თელავის „სმენისა და მეტყველების სახლი“, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება, ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის – სოფლად სოციალური მომსახურების მომწოდებელთა მხარდაჭერა“ ფარგლებში უზრუნველყოფილი გრანტის დახმარებით შეიქმნა.
ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეულის ფარგლებში ელჩმა მოინახულა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ჯილდოს მფლობელი ორი პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის „მერების შეთანხმების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე იყალთოს საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და მეღვინეობა „შილდა“, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიძინა ენერგოეფექტური წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
The renovation of this kindergarten won third place in the #EUSEW 2020 Sustainable Energy Award ?.
➡️ https://t.co/MT8G08Ddc1…? https://t.co/qA6CtzkU9q— EU Delegation Georgia ?? (@EUinGeorgia) June 25, 2020
Visit to 2019 EU prize winner Shilda winery – w/ EU assistance they purchased efficient machinery, reducing emissions and costs by 65,000 EUR/year. Energy efficiency works!
Find out more about this support: https://t.co/eEvThGsLHx pic.twitter.com/MW10nKxyve
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2020
ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩმა აგრეთვე მოინახულა პროექტები ეკონომიკური განვითარების სფეროდან. ყვარელში ის ეწვია ორ საწარმოს, რომლებმაც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ბიზნეს პროგრამის ფარგლებში ისარგებლეს საკონსულტაციო მხარდაჭერით.
„არომა პროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ამუშავებს ხილსა და ბოსტნეულს და აწარმოებს მაღალი ხარისხის ნატურალურ წვენებს. კომპანია აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
Getting a boost from the juice!
Georgia’s Natural ticks all the boxes:
✅Georgia as brand name
✅Exports to 40 countries
✅Bio and circular use products
A recipe for success for Georgian SMEs.
Supported via our business advice progs w/ @EBRD. pic.twitter.com/pLIF3jn6c3— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2020
კომპანია „ყვარლის ბაგა“ ყვარელში მდებარე რძის მწარმოებელი საწარმოა, რომელმაც ისარგებლა მხარდაჭერით როგორც სწორი ფინანსური მართვის კუთხით, ასევე აგრონომიის სპეციალისტების კონსულტაციით.
Nothing beats fresh milk!
Kvarlis Baga is the largest industrial dairy farm in Georgia. Expert advice through EU+EBRD helped them grow a modern, open and clean facility in Kvareli with 1,800 cows. pic.twitter.com/QkSP1VvtwQ— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2020
თამარიანში ელჩი ჰარცელი ეწვია სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთს, რომელიც გაშენდა FAO-ს მიერ განხორციელებული ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ახდენს თანამედროვე ფერმერული მიდგომების უპირატესობების წარმოჩენას, ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში და სტაჟირების მეშვეობით ახორციელებს ახალგაზრდა ფერმერების ტრენინგს.
Pleasure to see Dato again, whom I met in Tbilisi Carrefour selling his sweetcorn. EU+@FAO support helped form that relationship, and now Dato’s neighbours are also suppliers.
Also met Meri, a talented young agronimist educated through our programme. pic.twitter.com/zZQRdFX347— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2020
EU/FAO demonstration plots in Tamariani are showing & convincing local farmers like Ludmilla that modern farming techniques can quadruple yields, help overcome water shortages & assist in maximising Georgia’s agricultural potential. pic.twitter.com/32MlN090f5
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2020
ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში განხორციელებული პროექტების მონახულების მიზნით ელჩის ვიზიტმა, ასევე მისცა მას საშუალება განეხილა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან COVID-19-ის გავლენა, რომლებიც მან იქონია მათ საქმიანობაზე და ფუნქციონირებაზე. ასევე, განხილული იყო პანდემიის შემდგომი აღდგენისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.