ევროკავშირის ელჩი: დროა, მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება.

„ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.

ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მივიდა, სადაც შეხვედრა გამართა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ახალ თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილთან.

ევროკავშირის წარმომადგენელი მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდსა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის, დიალოგის ნაკლებობაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად