ევროკავშირის ელჩი: აზრის გამოხატვა უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში

ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაანონსებული შეხვედაზე ე.წ. გერმანულ მოდელს განიხილავენ.

„ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.”,ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად