ევროკავშირის ელჩები ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვიტეს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. როგორც სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო იტყობინება.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში, ეევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს მიერ მომავალი კვირიდან უნდა დამტკიცდეს.

უკრაინის ელჩმა ბელგიაში, ნიკოლაი ტოჩიცკი საკუთარ Twitter- ის გვერდზე სანქციების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილებას მალე დაამტკიცებენ.
რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ღონისძიებები 2014 წლის ივნისში დაინერგა და მას შემდეგ ვადა ხანგრძლივდება. საბოლოო გადაწყვეტილება 2018 წლის 23 ივნისს მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...