ევროკავშირის და გაეროს ელჩები აჭარას სტუმრობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელძე და დავით გალეგაშვილი ეწვივნენ.

დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მასპინძლობდა. 

სტუმრებმა, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. 

აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ, სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, აგროსერვის ცენტრი ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით სარგებლობს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად