ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს

ევროკავშირი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტის გადაჭრის ეფექტური გზა სამხედრო ოპერაცია არ არის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული.

“ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს. ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ უფრო შეარყევს მთელი რეგიონის სტაბილურობას, გაამძაფრებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას და მოსახლეობის გადაადგილების პროვოცირებას მოახდენს. ეს ოპერაცია სირიაში მშვიდობის მისაღწევად, გაეროს მიერ გატარებულ პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს”,- აღნიშნულია კომუნიკეში, რომელიც ევროკავშირმა გაავრცელა.

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილო- აღმოსავლეთითით სასაზღვრო რაიონებში ოპერაცია დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგაა მიმართული. ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის გაზაფხული” ((«Peace Spring»).

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქმა სამხედროებმა 109 ტერორისტი გაანადგურეს. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანკარამ 16 ათასი ტერორისტი გაანეიტრალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად