ევროკავშირი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ევროკავშირი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირმა დღეს გაავრცელა.

„ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, თავი შეიკავონ მოქმედებებისა და რიტორიკისგან, რომლებიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ კონტექსტში ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს პირდაპირი ურთიერთობის მექანიზმი, დამკვიდრებული ფორმატი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი.

ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ნათელყოფს ადგილზე ეუთოს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ენერგია და რესურსები მიმართონ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არსობრივად განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით და საკუთარი მოსახლეობა მშვიდობისთვის მოამზადონ“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედება მათ შორის. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად