ევროკავშირი, საპროტესტო აქციის მონაწილის გარდაცვალების გამო, ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირში 31 წლის ბელარუსი რომან ბონდარენკოს გარდაცვალებას “ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას აღმაშფოთებელი და სამარცხვინო შედეგი უწოდეს” და განაცხადა, რომ მზად არის დამატებითი სანქციები დააწესოს მინსკის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის ვებგვერდზე.

“ევროკავშირმა უკვე დააწესა სანქციები 55 პირის მიმართ, რომლებიც დამნაშავე არიან ძალადობრივ რეპრესიებში და დაშინებაში და მზად არის დამატებითი სანქციები დააწესოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ევროკავშირი მკაცრად გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, პრო-დემოკრატიული მოძრაობის მონაწილე პირების, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ბელარუსის რიგითი მოქალაქეების მიმართ”, – თქვა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

“ევროკავშირი ელოდება ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და გამოიძიოს ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა”, – თქვა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად