ევროკავშირი რუსეთში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა (EFSA) 9 სექტემბერს რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, აქცია "მშვიდობიანი ხასიათის იყო". საპროტესტო აქციაზე ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის არიან ჟურნალისტები.
„ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა. ეს ქმედებები ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რაც დაცულია რუსეთის კონსტიტუციით, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით ", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ევროკავშირი აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები "გამოხატვის თავისუფლებას ძირს უთხრის".
„ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულად სცემს პატივს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში, დაიცავს ფუნდამენტურ უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ", – აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქცია 9 სექტემბერს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. აქციები ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული. პოლიციამ 1,2 ათასი ადამიანი დააკავა, ყველაზე მეტი ადამიანი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს, 623 პირი. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად