ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დეკემბრამდე გაახანგრძლივებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2014 წლის დეკემბრამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ,-ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის პროექტის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება. 

რაც შეეხება ახალ სანქციებს, ეს საკითხი 29 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული და საბოლოო გადაწყვეტილება თებერვალში იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...