ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ სანქციებს არ გააუქმებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ 16 თებერვლისთვის დაგეგმილ სანქციებს არ გააუქმებს,-ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს. 

სანქციების სიაში შედის 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი, რომლებიც სეპარატისტების მხარდაჭერით არიან დაკავებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციების ნაწილი იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ რუსეთი მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათიდან მინსკში რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში კრიზისის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. საბოლოოდ მინსკში მიღწეული წინა შეთანხმების, ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე არტილერიის გაყვანის შესახებ შეთანხდნენ, რომელიც 15 თებერვლის 00.00 საათზე უნდა ამოქმედდეს.

კომენტარები
იტვირთება...