ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას 12 თებერვალს მიიღებს

ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 12 თებერვალს მიიღებს. ევროკავშირის ლიდერებმა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდეს, განიხილონ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, “ბოევიკების მზარდი და მუდმივი მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან, დონბასში არსებულ სიტუაციაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს”.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

კომენტარები
იტვირთება...