ევროკავშირი, მოსკოვის აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვს

პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ოფიციალური წარმომადგენელი მაია კოსიანჩინი აცხადებს, რომ ბრიუსელი ელოდება მოსკოვის საპროტესტო აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„შეკრებისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება დემოკრატიულობის ერთ-ერთი საფუძველია“, – წერს იგი თავის ტვიტერზე. მისი თქმით, აგრეთვე დაუშვებელია, ოპოზიციას აიძულო, გაჩუმდეს.

დიდი ბრიტანეთის საელჩო მოსკოვში კი იუწყება, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება თავისუფალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციის წევრების, 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის და ჟურნალისტების დაკავება ხლეჩს დემოკრატიული არჩევნების კონცეპტს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...