A1 ბანერი

ევროკავშირი მხარს უჭერს მაკედონიის გადაწყვეტილებას სახელის შეცვლასთან დაკავშირებით

ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი მიესალებიან მაკედონიის პარლამენტის გადაწყვეტილებას სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით და რესპუბლიკისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.

“ჩვენი გულწრფელი მილოცვა საკონსტიტუციო ცვლილებების სესახებ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს, მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრებს ზორან ზაევსა და ალექსის ციპრასს შორის გაფორმებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ბრიუსელში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ შეთანხმება ევროპის რეგიონისათვის და მთელი ევროპისთვისაც სამაგალითოა.

11 იანვარს, ხმის მიცემაზე 120 დეპუტატიდან 81-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევას ითვალისწინებს. ეს გახდა პირველი ნაბიჯი მაკედონიასა და საბრეძნეთის შეთანხმების რეალიზაციაში, რომელსაც ხელი 2018 წლის 17 ივნისს მოეწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...