ევროკავშირი მხარს უჭერს ამერიკელთა უფლებას, გააპროტესტონ მშვიდობიანი ფორმით

ევროკავშირი მხარს უჭერს ამერიკელთა უფლებას, გააპროტესტონ მშვიდობიანად, გმობას ძალადობას, მათ შორის პოლიციის მხრიდან, და მოუწოდებს შეერთებული შტატების ხალხს თავშეკავებისა და ერთიანობისკენ. ამის შესახებ სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო სამსახურის უფროსმა ჯოსეფ ბორელმა განაცხადა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ. ევროკავშირი გმობს რასიზმს ყველა ფორმით და მოუწოდებს ამერიკას, გაერთიანდეს და მოიშუშოს ჭრილობები.” – აღნიშა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გმობს “პოლიციის მხრიდან ძალადობას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას”, რამაც გამოიწვია აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება.

“ყველა სიცოცხლე ძვირფასია, მათ შორის შავკანიანი მოქალაქეების სიცოცხლეც,” – აღნიშნა ბორელმა.

“ჩვენ ევროპაში, ისევე როგორც შეერთებული შტატების ხალხი, შეშფოთებული და დაზაფრული ვართ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით. საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად მიმართული ძალის გადაჭარბებული გამოყენების წინააღმდეგ, ისე, რომ ძალის ნებისმიერი გამოყენება პოლიციის მიერ, განხორციელდეს ადამიანის უფლებების ჩარჩოებში და კანონის უზენაესობის შესაბამისად. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კანონის დამრღვევს, არ უნდა იქნეს გამოყენებული ზედმეტი ძალადობა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება პოლიციის უფლებამოსილების აშკარა გადაჭარბებით იქნა გამოწვეული,” – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად