ევროკავშირი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ერაყში ძალადობის ამჟამინდელი ციკლი მანამდე უნდა შეჩერდეს, სანამ ვითარება უკონტროლო გახდება.

”ევროკავშირი ყველა ჩართულ მოთამაშეს და იმ პარტნიორებს მოუწოდებს, რომელთაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ამ კრიტიკულ მომენტში მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. კიდევ ერთმა კრიზისმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ერაყში სტაბილიზაციის მიღწევის მრავალწლიან ძალისხმევას,” – ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებაში.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ვითარების ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, რომლის მოსახლეობა მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებს.

”საჭიროა მეტი დიალოგი, ძალისხმევის გაძლიერება და ურთიერთგაგება, რათა ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასტაბილურდეს. ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას და კონფლიქტის დინამიკის შეცვლას”, -დასძინა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად