ევროკავშირი ეკონომიკის აღსადგენად კრიპტო აქტივების გამოყენებას აპირებს

ევროკავშირი აპირებს, გააფართოოს კრიპტოვალუტების გამოყენება COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალის აღსადგენად.

ევროკავშირი აპირებს კრიპტო აქტივების ფართოდ გამოყენებას აღდგენისა და ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის გეგმის განხორციელებისას, COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ.

”აღდგენის გეგმა – Next Generation EU საშუალებას გვაძლევს წინ წავიდეთ, როგორც გლობალური მოთამაშე ციფრულ სფეროში,” – თქვა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბერლინში, ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

”ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ფინანსურმა სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ციფრული გზით მოწოდებული შესაძლებლობები და უზრუნველყოს, რომ ევროპული ბაზრის ინოვაციურ მოთამაშეებს გლობალური ლიდერობის პოზიცია ჰქონდეთ. ევროპულ მომხმარებლებსა და ბიზნესს ასევე სჭირდებათ ისარგებლონ ციფრული ფინანსებით”, – თქვა მან.

დომბროვსკისმა განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს ევროკავშირის ციფრული ფინანსების განახლებულ სტრატეგიას წარადგენს.

“ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წესები ციფრული ეპოქის შესაბამისობაში მოვიყვანოთ, რათა ინოვაციები განვავითაროთ. ამიტომაც გამოვა საკანონმდებლო წინადადება კრიპტო აქტივების ბაზრების შესახებ”, – თქვა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც კურირებს ფინანსთა კომიტეტს.

ევროკავშირის შემდეგი თაობის გეგმა, რომელიც ივლისში შეათანხმეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მიზნად ისახავს არა მხოლოდ პანდემიის შემდეგ ევროკავშირის შიდა ბაზრის განახლებას, არამედ ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდას და მწვანე კურსის განხორციელებაში დახმარებას. იქმნება კრიზისის შემდგომი აღდგენის ფინანსური ინსტრუმენტი – 750 მილიარდი ევროს ფონდი. ბრიუსელი ამ ფულს ისესხებს ფინანსური ბაზრებიდან და შეაქვს იგი ევროკავშირის ბიუჯეტში, რომელიც აქამდე თითქმის მხოლოდ წევრი ქვეყნების შენატანებით ივსებოდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად